ბათუმელი ფრენბურთელები საქართველოს ჩემპიონატში ლიდერობენ

20 მარტი 2023, 19:51 587 ნახვა

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობენ ფრენბურთის კლუბ „ბათუმის“ როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა გუნდები. ორი ტურის შემდეგ ვაჟთა გუნდი ექვსიდან ექვსი მოგებით ჩემპიონატს ლიდერობს. ქალთა გუნდი ოთხი მოგებითა და ერთი მარცხით გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა. ორივე გუნდი პლეი-ოფშია გასული. კლუბის წევრები და ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ წელს როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოგებას შეძლებენ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში