საკალათბურთო კლუბი ბათუმი საკუთარ არენაზე მარგვეთს დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით 96:69 დაამარცხა. სტუმრები დიდ შესვენაბაზე 15 ქულას იგებდნენ. ვითარება არც მეორე ნახევარში შეიცვალა. მარგვეთმა მესამე პერიოდი 28:15 მოიგო და მატჩის ბედი თამაშის დასრულებამდე 1 პერიოდით ადრე გადაწყვიტა. ჩერქეზიშვილის გუნდი 28 ქულით იგებდა. სტუმრების რიგებში გამორჩეული იყო რონი როზიე 26 ქულით, 5 პასით და 4 მოხსნით. ბათუმელთა რიგებში საუკეთესო შედეგი კაილი რიდლიმ დააფიქსირა, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა დააგროვა. ბათუმი გათამაშების ცხრილში მე-5-ე ადგილს იკავებს, მარგვეთი კი მე-8ს. მომდევნო ტურში 26 მარტს ბათუმი თბილისში ტიტებს დაუპირისპირდება.