ხელახალი ტენდერი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობაზე

18 მარტი 2023, 14:19 725 ნახვა

ხულოში საგანგებო  სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე  ხელახალი ტენდერი გამოცხადდა.

ცენტრის შენობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებული იყო, თუმცა კომპანიას შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ხელშეკრულება ვადამდე შეუწყდა.

ამჯერად სამუშაოებისთვის ხულოს მერიამ  200 ათას ლარზე მეტი თანხა გაითვალისწინა. ახალი კონტრაქტორის მოძიებისთვის წინადადებების მიღება 20 მარტს დასრულდება.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დაახლოებით ექვს თვემდე ვადაში უნდა შეასრულოს. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებისთვის განკუთვნილი ახალი შენობა საავადმყოფოს გვერდით განთავსდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი