საბერძნეთში 24 საათიანი საყოველთაო გაფიცვაა 

16 მარტი 2023, 14:01 560 ნახვა

საბერძნეთში 24-საათიანი   საყოველთაო  გაფიცვაა.   ქვეყანაში პარალიზებულია  საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა.   გაფიცვის გამო  საბერძნეთის კუნძულებზე შეწყდა საბორნე მიმოსვლაც,  საავადმყოფოებში  მხოლოდ გადაუდებელი  დახმარების მედპერსონალი მუშაობს,  გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი  და დაიხურა საჯარო სკოლები. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია  საპროტესტო გამოსვლები. სხვადასხვა ორგანიზაციის პროფკავშირები სოლიდარობას უცხადებენ რკინიგზის მუშაკთა პროფკავშირულ გაერთიანებას, რომელმაც  28 თებერვალს  mომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ    აქციები  და გაფიცვები დაანონსა.

გაფიცულები  კონსერვატიულ მთავრობას და ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას ადანაშაულებენ იმაში, რომ საბერძნეთის რკინიგზის უსაფრთხოების  სისტემაში არსებულ პრობლემებზე არ საუბრობენ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი