იაპონიაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

13 მარტი 2023, 10:31 483 ნახვა

დღეიდან  იაპონიაში აღარ არის სავალდებულო პირბადეების ტარება, თუმცა  ბევრი იაპონელი სიფრთხილეს იჩენს  და სამწლიანი კოვიდ პანდემიის შემდეგ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე გასვლას შიშობს. 

იაპონია არის ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, სადაც პირბადეების სავალდებულო ტარების რეგულაცია გაუქმდა. 

სამხრეთ კორეამ ეს კოვიდრეგულაცია ჯერ კიდევ იანვარში შეამსუბუქა, ხოლო სინგაპურმა გასულ თვეში გააუქმა პირბადეების სავალდებულო ტარება  საზოგადოებრივ ტრანსპორტში. შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა პირბადის ტარების წესი გასული წლის დასაწყისში შეცვალეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი