ტურნირი სათხილამურო სპორტში

10 მარტი 2023, 10:52 348 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში საჩვენებელი ტურნირი მოეწყო სათხილამურო სპორტში. შეჯიბრებაში  შუახევისა და ხულოს  2009-12 წლებში დაბადებული  ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ახალგაზრდებს  სპეციალურად გამოყოფილი ტრასა უმოკლეს დროში უნდა დაეფარათ.

ტურნირი სოფელ ბრილში პირველად ჩატარდა სათხილამურო ფედერაციასთან შეთანხმებით მისი მიზანი სოფლის ტურისტული და სპორტული პოპულარიზაციაა.

შეჯიბრება სპორტის სახეობაში  სოფელ ბრილში სამომავლოდ ტრადიციულ სახეს მიიღებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში