რუსეთმა უკრაინაში საჰაერო თავდასხმების ახალი ტალღა წამოიწყო, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ელექტრომომარაგება შეფერხდა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზეც.
ლვოვის ოლქის გუბერნატორმა თქვა, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა ზოლოჩივის რაიონში ჭურვების საცხოვრებელ სახლებზე დაცემის შემდეგ.
უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 81 რაკეტა და რვა კამიკაძე დრონი გაუშვა, რომელთა სამიზნეც ძირითადად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ოკუპანტებს „მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორება შეუძლიათ“ და თქვა, რომ ენერგეტიკული სისტემის აღდგენის სამუშაოები გრძელდება.