საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან

09 მარტი 2023, 11:46 609 ნახვა

ათასობით ადამიანი გამოვიდა  პარიზის ქუჩებში  მთავრობის საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ. დემონსტრანტები ბანერებით, დროშებითა და პლაკატებით გმობდნენ მთავრობის პოლიტიკას, რომელსაც დემონსტრანტების თქმით,  აღარ ესმის ხალხის. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფკავშირები გაფიცვებს აწყობენ, პარიზში პარალიზებული იყო სარკინიგზო მიმოსვლა, გაჩერდა მეტრო და ჩქაროსნული მატარებლები, დაიხურა სკოლები. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახლა კრიტიკული დრო დაუდგა მთავრობას, რომელიც იმედოვნებს, რომ რეფორმას პარლამენტი მიმდინარე  თვის ბოლოს მიიღებს.

დეპუტატებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, მხარი რომ არ დაუჭირონ  საპენსიო ასაკის ორი წლით 64 წლამდე გაზრდას, პროფკავშირები ამჯერად  მოძრავი გაფიცვებით იმუქრებიან, რომლებიც შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში და მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და რკინიგზასაც შეეხოს.

საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ ქუჩის საპროტესტო აქციები საფრანგეთის  300-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გაიმართა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში