ჯოზეფ ბორელის განცხადება

08 მარტი 2023, 11:40 585 ნახვა

ხმაური კანონის პირველი მოსმენით მიღებას და საპროტესტო გამოსვლების გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.

ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ეს მოვლენების ძალიან ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის.

„კანონი თავისი ამჟამინდელი ფორმით შეიცავს საფრთხეს, რომ ის დამაშინებელ ზემოქმედებას იქონიებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებზე, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს ბევრ მოქალაქეზე, რომლებიც ამ ორგანიზაციების მუშაობიდან იღებენ სარგებელს. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს. ის ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს მიზანს, გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, რასაც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა უჭერს მხარს. მისმა საბოლოოდ მიღებამ შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს ჩვენს ურთიერთობებზე - წერს ევროკავშირის  მთავარი დიპლომატი ევროკავშირის  ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში და ევროკავშირის სახელით მოუწოდებს საქართველოს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის სფეროში და გაიხსენოს ხალხის უფლება მშვიდობიან დემონსტრაციაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი