უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსების კუთვნილი 13 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა 6 მარტის ღამეს, უკრაინაში, საერთო ჯამში, 15 დრონი გაუშვეს. ომის 375-ე დღე უკრაინაში ვნახოთ რეპორტაჟი.