საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

05 მარტი 2023, 17:56 854 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ნახევარფინალური შეხვედრა თბილისში ავჭალის სტადიონზე გაიმართა, სადაც საქართველომ რუმინეთის ეროვნული ნაკრები 31:7 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნებიდან'' ლელოები: შარიქაძემ, თოდუამ და ტაბუცაძემ დადეს.  „ბორჯღალოსნებმა“ ფინალის საგზურთან ერტად მე-16 მოიპოვეს ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც 2002 წლიდან საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის თამაშდება.

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტულისთვის პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ფინალი 19 მარტს თბილისის დროით 23:00 საათზე ესპანეთის ქალაქ ბადახოსშია დაგეგმილი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში