საბერძნეთში სამგზავრო მატარებლის სატვირთოსთან შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. დაშავებულია 85 ადამიანი. მათგან 66 საავადმყოფოშია გადაყვანილი, ექვსის მდგომარეობა მძიმეა. სარკინიგზო ავარია სამგზავრო მატარებლის გვირაბიდან გამოსვლის დროს მოხდა.
შეჯახების შედეგად ვაგონები ლიანდაგიდან გადავარდა და ხანძარი გაჩნდა.
მატარებელში 350 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 250 სალონიკში ავტობუსებით გადაიყვანეს.