ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი უკრაინაში ჩავიდა

01 მარტი 2023, 10:05 381 ნახვა

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს  მთავარი პროკურორი უკრაინაში ჩავიდა, რათა  გამოიძიოს უკრაინის ენერგო და სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსეთის  სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ფაქტები, რომლებმაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა და მილიონობით კი  შუქისა და წყლის გარეშე დატოვა.

რუსეთი ირწმუნება, რომ  მისი ლეგიტიმური თავდასხმების სამიზნე მტრის სამხედრო პოტენციალის შესუსტებაა, მაგრამ უკრაინა იერიშებს მოსახლეობის დაშინების მცდელობად მიიჩნევს.

ჟენევის კონვენციასა და საერთაშორისო სასამართლოს მიერ შემუშავებულ დამატებით პროტოკოლებში,  ნათქვამია, რომ სამხედრო კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა უნდა განასხვავონ სამხედრო სამიზნეები და სამოქალაქო ობიექტები და, რომ სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები აკრძალულია.  

კარიმ ხანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ვიშჰოროდში ჩავიდა, სადაც ნოემბერში რუსულმა რაკეტამ 8 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი