ქალთა საფეხბურთო კლუბი "ბათუმი" ფუტსალში "ზამთრის თასის" ფინალშია

28 თებერვალი 2023, 12:36 708 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბი "ბათუმი" ფუტსალში „ზამთრის თასის'' ფინალში გავიდა. ბათუმელმა გოგონებმა დასავლეთის ზონა მოიგეს, სადაც ქუთაისში ადგილობრივი ,,მართვე'' 6-4 დაამარცხეს და ფინალურ დაპირისპირებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

,,ბათუმის'' მეტოქე დღეს ,,დინამო'' სოხუმსა და ,,სამეგრელოს'' შორის გაირკვევა. ,,ზამთრის თასის'' ფინალი 6 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ქალთა ,,ზამთრის თასის'' პირველი სეზონი სფფ-ის, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის და საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში