ქართველი მოთხილამურე დავით თედიაშვილი სნოუბორდისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე სკი კროსის ფინალურ ბლოკში იასპარეზებს. დღეს გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 32-ე ადგილი დაიკავა. კვალიფიკაციიდან ფინალში სწორედ 32 მოთხილამურე გადიოდა. სამწუხაროდ, იგივე ვერ შესძლეს ლაშა კურტანიძემა და ბექა ბერძენიშვილმა, რომლებმაც ასპარეზობა შესაბამისად 37-ე და 38-ე პოზიციებზე დაასრულეს. სკი კროსის ფინალური ბლოკი ხვალ ჩატარდება. 25 თებერვალს კიდევ ორი ქართველი იასპარეზებს – ბიგ ეარში გამოვლენ ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი.