ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს

23 თებერვალი 2023, 10:26 382 ნახვა

ბაკურიანში მიმდინარე ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამ ქართველს ვიხილავთ. სკი კროსში ვაჟთა შორის კვალიფიკაციაში ბექა ბერძენიშვილი, ლაშა კურტანიძე და დავით თედიაშვილი იასპარეზებენ. მამაკაცთა შორის კი  მედლებისთვის სულ 43 სპორტსმენი იბრძვის და ფინალში 32 მათგანი გადავა.

ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველები 25 თებერვალს და 3 მარტსაც იასპარეზებენ.

ამ დღეებში წარმატების მიღწევას ნიკა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი სლოუფსთაილსა და ბიგ აირში შეეცდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში