ბენჟამინ ტეიდი ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა

22 თებერვალი 2023, 20:48 684 ნახვა

ბენჟამინ ტეიდი ბათუმურ კლუბში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს ვიცე ჩემპიონის პრესსამსახურმა გაავრცელა. 28 წლის ნიგერიელი ცენტრალური ნახევარმცველი კლუბში 2019 წლის 1-ელ იანვარს ჩაირიცხა და „დინამოს“ ფორმით 4 წელი ითამაშა, მაგრამ წლის დასაწყისში გუნდი დატოვა. ბენჟამინ ტეიდი ახალ კლუბში გადასვლას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ ისევ საქართველოში დაბრუნება მოუხდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში