დონბასი რუსეთისგან შველას ელოდა - პუტინი 

21 თებერვალი 2023, 14:19 588 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ფედერალურ ასამბლეას ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ  საანგარიშო მოხსენებით  მიმართავს.  ამასთან დაკავშირებით მოსკოვში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში  პოლიცია და უსაფრთხოების ძალები პატრულირებენ, წითელი მოედანი დაიკეტა  ვიზიტორებისთვის.

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი  აქცენტს გააკეთებს  ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, ასევე  უკრაინაში  მიმდინარე რუსეთის ერთწლიან ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“. 

დარბაზში, სადაც  ე.წ. სპეცოპერაციის მონაწილეებიც იქნებიან, არ შეუშვებენ არამეგობრული ქვეყნების მასმედიის წარმომადგენლებს, იმოქმედებს ასევე კოვიდსაწინააღმდეგო შეზღუდვები.

სახელმწიფო დუმის დეპუტატებს  კოვიდზე ტესტირება სამჯერ ჩაუტარეს. პესკოვის თქმით, პუტინის მიმართვა ისტორიული იქნება, რადგან იგი არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს მიმართავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი