ოჰაიოს შტატში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა

21 თებერვალი 2023, 10:01 438 ნახვა

14 ადამიანი დაშავდა  ოჰაიოს მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქების შედეგად, რასაც   ხანძარი  მოჰყვა- ამის შესახებ ადგილობრივი მედია  თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება.  

აფეთქების ტალღამ ქარხნიდან  ლითონის ნამსხვრევები  მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახლებზე მიმოფანტა. დაშავებულთა უმრავლესობას  სხეულის დამწვრობა აღენიშნება. 

13 დაშავებული შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. ერთს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ერთი ჰოსპიტალიზებულის მდგომარეობა მძიმეა.  აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ქარხნის მფლობელი კომპანია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი