"ნაპოლიმ" კლუბის ბაზაზე ბოლო ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც ფრანკფურტში გაემგზავრა, სადაც დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში "აინტრახტს" დაუპირისპირდება.
ნეაპოლური გუნდის ყველა ფეხბურთელი გარდა ტრავმირებული ჯაკომო რასპადორისა მწყობრშია, რომელიც თერაპიის კურსს გადის.
მომავალი შეხვედრის წინ კომენტარი "აინტრახტის" მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა გააკეთა: "ნაპოლი" ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენც კარგ ფორმაში ვართ.
კვარაცხელია და ოსიმენი ძლიერები არიან, თუმცა მხოლოდ მათი კი არა, სხვების შეჩერებაც მოგვიწევს", აღნიშნა გლასნერმა. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
დღეს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც „ლივერპული“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.