თურქეთიდან უცხოელ მაშველებს ტაშით აცილებენ

20 თებერვალი 2023, 11:50 552 ნახვა

დამანგრეველი მიწისძვრიდან ორი კვირის შემდეგ თურქეთის მთავრობამ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ორი პროვინციის გარდა დასრულებულად გამოაცხადა.  სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება მხოლოდ კაჰრამანმარაშის და ჰათაის პროვინციებში.   

ოპერაციაში ამ ეტაპზე  ჩართულია 19 ათას  400-ზე მეტი თურქი და უცხოელი მაშველი.  თურქეთმა საერთაშორისო სამძებრო და სამაშველო ჯგუფები აპლოდისმენტებით გააცილა სამშობლოში.  ისინი თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ დასახმარებლად ჩავიდნენ. ადანაში სამხრეთ კორეის სამაშველო ჯგუფის წევრებმა ქალაქიდან გამგზავრებამდე  წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.    

7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ  თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ და მეზობელ სირიაში  46 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა,   მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა,   კატასტროფის ეკონომიკურმა ზარალმა   კი მილიარდობით დოლარს მიაღწია. მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდას ვარაუდობენ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი