ბათუმის "დინამომ" თურქული შეკრება დაასრულა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბოლო სპარინგში ყაზახეთის პრემიერლიგის მეექვსე ადგილოსანი "აქსუ" დაამარცხა - 1:0. ეს ერთადერთი გოლი გიორგი ზარიას პასით მათე ვაწაძემ გაიტანა. ბათუმელებმა თურქეთში შეკრება ორ ეტაპად გამართეს. პირველ ნაწილში გია გეგუჩაძის შეგირდებმა სამიდან 2 მატჩი წააგეს და ერთი ფრედ ითამაშეს, სამაგიეროდ, მეორე შეკრებაზე ოთხიდან 4 თამაში მოიგეს.