„ბორჯღალოსნები“ ესპანეთისთვის მზად არიან

17 თებერვალი 2023, 13:44 527 ნახვა

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 18 თებერვალს ესპანეთში ტოლერავეგაში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის ეგიდით შედგება. ლევან მაისაშვილმა ძირითად შემადგენლობაში მერაბ შარიქაძე დააბრუნა, რომელსაც დისკვალიფიკაცია მოეხსნა. ამ მატჩში კაპიტნის სამკლავურს სწორედ ის მოირგებს. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 10 ქულა აქვს და ესპანეთს ერთი ქულით უსწრებს. ორივე ნაკრებს 2-2 მოგება აქვს და პირველადგილოსნის ბედი ტოლერავეგაში გადაწყდება. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გერმანია დაამარცხა, შემდეგ კი ნიდერლანდებს მოუგო. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი