 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            მოსკოვში აშშ-ის საელჩომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, სასწრაფოდ დატოვონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია.
„არ შეხვიდეთ რუსეთში, ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურების მიერ აშშ-ის მოქალაქეების დევნისა და დაკავების მუქარის და რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის გამო“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ მათთვის პრობლემურია რუსეთში ამერიკელებისთვის დახმარების გაწევა.
“რუსეთმა შეიძლება უარი თქვას აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის აღიარებაზე, ხელი შეუშალოს მათ რუსეთიდან გამგზავრებას“, - აღნიშნავს საელჩო.
ასევე, ნათქვამია, რომ ამჟამად რუსეთის ფედერაციაში კომერციული ფრენებია შეზღუდული. „თუ გსურთ დატოვოთ რუსეთი, ეს უნდა გააკეთოთ დამოუკიდებლად, რაც შეიძლება მალე“, - ნათქვამია განცხადებაში.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            