მიწისძვრის შედეგად თურქეთში 6234, ხოლო სირიაში 2500 ადამიანი დაიღუპა

08 თებერვალი 2023, 11:58 580 ნახვა

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 2 ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 9 ათასია. თურქეთში 6 000 ადამიანი დაიღუპა. წუხანდელი მონაცემებით, მიწისძვრამ იმსხვერპლა 5 894 ადამიანის სიცოცხლე. დაშავებულია 34 810. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, დანგრეულია 6 ათასამდე შენობა.

დღეიდან, ძალაშია პრეზიდენტ ერდოღანის ბრძანება სტიქიური უნედურების ზონაში - 10 პროვინციაში - 3 თვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2030-ზე მეტი ადამიანი. 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, რომელიც თურქეთში ორშაბათს მოხდა,  ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთით სამი მეტრით გადაანაცვლა - ამის შესახებ  განაცხადა იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

მესამე დღეა მაშველები ცდილობენ  მიაღწიონ   დაზარალებულ რაიონებამდე. პროცესი გართულებულია, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების  დროულად ჩატარებას  აფერხებს  განადგურებული მისასვლელი გზები,  ცუდი ამინდი და რესურსებისა და მძიმე აღჭურვილობის ნაკლებობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი