ლაზარე კუპატაძე „საბურთალოში“ დაბრუნდა, ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს და მათი განცხადებით ქართველი მეკარე გუნდს თურქულ შეკრებაზე დღეს შეუერთდება. შეგახსენებთ, ლაზარე კუპატაძე საბურთალოს აღზრდილია.
კუპატაძეს „ საბურთალოს“ რიგებში 128 მატჩი აქვს ჩატარებული. ლაზარე 2018 წელს თბილისურ გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2019 და 2020 წლებში საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა. შემდეგ იყო ბათუმის „დინამო“, მაგრამ ზაფხულში ევროტურნირზე მარცხის შემდეგ გუნდი დატოვა.
ლაზარე კუპატაძე ზაფხულის შემდეგ უგუნდოდ იყო. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლაზარე კუპატაძეს კარიერა იერუსალიმის „ბეითარში“ უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა.