სირიაში ნანგრევებში გადარჩენილებს პოულობენ

07 თებერვალი 2023, 14:39 579 ნახვა

ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა სირია. მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის ტერიტორიაზე იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 1600-ზე მეტი ადამიანი.  ნანგრევებში ათასობით ადამიანია მოყოლილი, რომელთა გადარჩენა ვერ ხერხდება.        

სირიის ქალაქ  ალეპოში მაშველებმა  სამძებრო ოპერაცია   დილით    განაახლეს, ნანგრევებში ეძებენ გადარჩენილებს და პოულობენ დაღუპულებს. ბოლო მონაცემებით, სირიაში სულ მცირე  ათას 444 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 3 ათას 500 დაშავდა.  მიწისძვრამ  სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში დააზარალა  ქალაქები აფრინი, კუბანი, ქამიშლო და ჰასაკი, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები  დაფიქსირდა ასევე დამასკოში, იდლიბში, ალეპოში, ჰამაში, ლატაკიაში, ტარტუსსა და რაქაში.

 ყველაზე მძიმე სიტუაცია  ქალაქ  სინდირესშია.   დანგრეულია სახლები.თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრით პატიმრებმა ისარგებლეს და სტიქიის რეგიონში  მდებარე საპატიმროებიდან გაქცევა მოახერხეს. 

სირიის ჩრდილო-დასავლეთში თურქეთის საზღვართან ქალაქ რაჯოს სამხედრო პოლიციის ციხიდან 20  პატიმარი გაიქცა. ისინი ტერორისტული ორგანოზაცია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები არიან.  რაჯოს ციხეში 2 ათასი პატიმარი იხდის სასჯელს, მათგან ათას 300 ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო.  სტიქიის რეგიონში სამძებრო სამუშაოები გრძელდება . რამდენიმე წუთის წინ სირიის ქალაქ ჯინდირესში მაშველებმა ნანგრევებიდან  მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს.  იგი სერიოზულად არ არის დაშავებული.

სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათი გრძელდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ბავშვს  მამა ეკონტაქტებოდა და ამშვიდებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი