დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

07 თებერვალი 2023, 12:04 584 ნახვა

3 ათას 381  გარდაცვლილი ადამიანი თურქეთის ათ პროვინციაში, 20 ათას 426   დაშავებული და  ასობით   უგზო-უკვლოდ დაკარგული,  4 ათას 758   შენობიდან     8  ათასამდე ადამიანი გამოიყვანეს -ასეთი სურათია ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში.   

დამანგრეველ მიწისძვრას  თურქეთსა და  სირიაში   4 ათას 800  -მდე ადამიანის     სიცოცხლე შეეწირა.  ყველაზე დიდი დანაკარგია   თურქეთში, სადაც მიწასთან არის გასწორებული ათამდე დასახლებული პუნქტი.   ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა.   მონაცემები ყველა საათში იცვლება.  16   ათას   400  მაშველი ცდილობს  ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას და პოვნას.   თურქეთს სამაშველო ოპერაციაში დაეხმარებიან ქართველი მეხანძრე-მაშველებიც , რომლებიც სტიქიის ზონაში უკვე გაემგზავრნენ.   ნანგრევების გროვაში ისინი სიცოცხლის ნიშნებს ეძებენ.  რამდენიმე გადარჩენილი რკინაბეტონს ურტყამდა, რათა ამ ფორმით  მათთვის ყურადღება მიექციათ  და როგორც მაშველებისთვის, ისე ახლობლებისთვის ხმა მიეწვდინათ.    78 აფთერშოკი დაფიქსირდა პირველი ბიძგების შემდეგ.   

ყველაზე რთული ვითარებაა პროვინცია ჰატაიში, სადაც  მთელი ღამის განმავლობაში ადგილობრივები საკუთარი  ძალებით  ცდილობდნენ ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას.  სამაშველო ოპერაციაში აქ 2 ათას 80 მაშველია ჩართული.      

ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში არ ყოფილა 1939 წლის შემდეგ.   მაშინ სტიქიამ 33 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.  შედარებით ნაკლები ადამიანური დანაკარგი  მოჰყვა 1999 წელს  მომხდარ მიწისძვრას ისევ თურქეთში, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები მაშინ უფრო ძლიერი იყო. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი