თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა

06 თებერვალი 2023, 18:48 967 ნახვა

ბოლო მონაცემებით თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა. მსხვერპლის რიცხვმა 1 498-ს მიაღწია თურქეთში, 430 დაღუპულია სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 380-ზე მეტი კი, მეამბოხეების მიერ კონტროლირებადზე.

ამასთან, მზარდია დაშავებულთა რიცხვიც. ბოლო ცნობებით, ეს რიცხვი თურქეთში 7 600-ს აღწევს, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი 1 300-ს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი