სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება

06 თებერვალი 2023, 11:48 470 ნახვა

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად  სირიაში დაღუპულთა რიცხვი 250-ს აჭარბებს, დაშავებულია ასობით ადამიანი, ბევრი ნანგრევებშია მოყოლილი. ალეპოს, ჰამის და ლატაკიას პროვინციებში  სამძებრი-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.  

ქალაქ აზაზში მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.  სამაშველო ოპერაციაში სირიის თეთრი ჩაფხუტების მოძრაობის წევრებიც ჩაერთვნენ.  სირიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა განცხადებით,  ყველაზე მეტად დაზარალდა ალეპოს პროვინცია, ნანგრევებში ასობით ადამიანია მოყოლილი.

დაშავებულები  საავადმყოფოებში უწყვეტ ნაკადად გადაჰყავთ.  სირიის სამოქალაქო თავდაცვის მონაცემებით, იდლიბის პროვინციაში ათობით დაღუპული და ასობით დაშავებულია. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში