რუსეთ-ბელარუსის საჰაერო ძალების წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა - ვოლფოვიჩი

01 თებერვალი 2023, 10:25 413 ნახვა

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფო ტელევიზიამ ქვეყნის დასავლეთში მიმდინარე რუსეთ-ბელარუსის საჰაერო ძალების ერთობლივი წვრთნების ამსახველი კადრები გაავრცელეს.

ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ვოლფოვიჩმა, რომელიც ესწრებოდა წვრთნებს, განაცხადა, რომ სამხედრო მანევრები თავდაცვითი ხასიათისაა და არავის ემუქრება. 

წვრთნებში ჩართულმა საჯარისო  ნაწილებმა ბელარუსის დასავლეთ ბრესტის რეგიონში რუჟანის საწვრთნელ პოლიგონზე საჰაერო წვრთნები ჩაატარეს, მათ შორის  მტრის საჰაერო თავდაცვის ობიექტების, სამეთაურო-სადისპეჩერო პუნქტების,  სამხედრო კონტინგენტის და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილების გასანადგურებლად.

ავიაგამანადგურებლები მოიერიშე თვითმფრინავებისა და ბომბდამშენების თავდასხმისთვის საჰაერო მხარდაჭერის უზრუნველყოფის სიმულაციას ახდენდნენ. 

ბელარუსში ორკვირიანი საჰაერო ძალების წვრთნები  16 იანვარს დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი