აშშ-ის სანაპირო დაცვამ 400-მდე მიგრანტი გადაარჩინა

25 იანვარი 2023, 10:45 570 ნახვა

აშშ-ის სანაპირო დაცვამ ბაჰამის წყლებში  400-მდე არალეგალი მიგრანტი გადაარჩინა.  სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მიგრანტებით სავსე იალქნიანი ნავი, რომელსაც  სანაპირო დაცვის კატარღები უახლოვდება. 

აშშ-ის სანაპირო დაცვას მიგრანტების გადარჩენაში  ბაჰამის კუნძულების სამეფო თვადაცვის ძალები დაეხმარა.

ბაჰამის წყლებში გადარჩენილია 396 კაცი, ქალი და ბავშვი. აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, 375 ჰაიტელი და ორი კუბელი ბაჰამის ხელისუფლებას გადასცეს.

არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადაჭრას დეპორტაციის ახალი სტრატეგიით შეეცდება ევროკავშირი. იმ მიგრანტებს, ვისაც საერთაშორისო დაცვა არ სჭირდებათ, საკუთარ ქვეყნებში  დააბრუნებენ.

ევროკომისიის მონაცემებით, 2022 წელს, ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩავიდა 300 ათასზე მეტი მიგრანტი, რომელთა უმრავლესობას არ აქვს თავშესაფრის მიღების უფლება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი