''დინამო'' ბათუმმა სენეგალის ნაკრების ფეხბურთელი გაიფორმა

25 იანვარი 2023, 10:20 2016 ნახვა

''დინამო'' ბათუმი ახალი სეზონისთვის გაძლიერებას აგრძელებს. ბათუმელებმა ოფიციალურად დაადასტურეს 29 წლის სენეგალელი თავდამსხმელის მუსა კონატეს ტრანსფერი.

კონატეს კონტრაქტი 1 წლიან ურთიერთთანამშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

სხვადასხვა დროს მუსა კონატე თელ ავივის ''მაკაბიში'',  ''კრასნოდარში'', ''ჯენოაში'', შვეიცარიულ ''სიონში'', ფრანგულ ''დიჟონსა'' და ''ამიენში'', ტუნისის ''ესპერანსეში'' და ბოლოს თურქულ ''სივასპორში'' თამაშობდა.

კონატეს სენეგალის ნაკრებში 34 შეხვედრაში 12 გოლი აქვს. მას ეროვნული ნაკრების მაისურით მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოლიმპიურ თამაშებზე და აფრიკის თასზე აქვს ნათამაშები.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში