ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

24 იანვარი 2023, 14:30 648 ნახვა

ხულოში სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩა ხუთწევრიანი ოჯახი. დონარი ვახტანგურის სახლი სრულად დაიწვა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახმა სახლიდან ევრაფრის გატანა ვერ მოასწრო. ისინი ამჟამად მეზობლის სახლს აფარებენ თავს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ადგილზე მივიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, ვინაიდან სახანძრო სოფელში ხულოს ცენტრიდან გავიდა, ხის სახლი დამწვარი დახვდათ. 

ხულოს მერიაში განმარტეს, რომ ოჯახს სურსათითა და ქირით უზრუნველყოფენ, კომპენსირების საკითხზე კი კომისია იმსჯელებს.

რაც შეეხება ავზების მოწყობას, თვითმმართველობა ეტაპობრივად ყველა სოფელში ახორციელებს, რიგ შემთხვევაში სოფლის მოსახლეობა თავად ირჩევს სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში პრიორიტეტად ხანძარსაწინააღმდეგო ავზის მშენებლობას.

რამდენ სოფელში მოეწყობა ავზი ჯერ დაზუსტებული არ არის, ერთი ხანძარსაწინააღმდეგო ობიექტის მოსაწყობად 7 ათასი ლარია გათვლილი.

ბოლო რამდენიმე თვეა ხანძრით დაზარალებულებს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 20 ათასი ლარით ეხმარებიან.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი