პრაღაში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია იმართება

21 იანვარი 2023, 20:05 618 ნახვა

პრაღაში მთავრობისა და პრეზიდენტობის კანდიდატ პეტრ პაველის საწინააღმდეგო აქცია იმართება. ჩეხური მედიის ცნობით, დემონსტრანტები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ვაცლავის მოედანზე არიან შეკრებილები.

მიტინგის ორგანიზატორი მოძრაობა „ჩეხეთი უპირველეს ყოვლისა“ ლიდერი ლადისლავ ვრაბელია, რომლის ორგანიზებითაც მანამდე არაერთი დემონსტრაცია გაიმართა.

ვრაბელმა თავის გამოსვლაში ნატო-სა და ევროკავშირის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა.

მოედანზე შეკრებილებმა ჩეხეთის მთავრობისა და პრეზიდენტობის კანდიდატ, ნატო-ს ყოფილი გენერლის პეტრ პაველის პოლიტიკა გააპროტესტეს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი