უკრაინაში სამხედრო ოპერაციის მიზანი ომის დასრულებაა - პუტინი

19 იანვარი 2023, 11:09 476 ნახვა

რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ დონბასში ომის შესაჩერებლად დაიწყო. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა მეორე მსოფლიო ომისა და ბლოკადას გადარჩენილ რუს ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც სანკტ-პეტერბურგში გაიმართა.

მისი თქმით, უკრაინა ტრაგედიის გზას ჯერ კიდევ 2014 წელს დაადგა, როდესაც, პუტინის აზრით, ქვეყანაში „ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო შეიარაღებული გადატრიალება“ მოხდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი მტკიცება, რომ დონბასის მიწები, პირველ რიგში, რუსულია.

ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის სასარგებლოდ ზარალს შეეგუა, მაგრამ იქ მცხოვრები „საკუთარი ხალხის“ შეურაცხყოფას ვერ შეეგუება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი