ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის სამზადისი დასასრულს უახლოვდება. პირველ ვარჯიშს სათხილამურო სამყაროს ვარსკვლავები კურორტზე 16 თებერვალს ჩაატარებენ. 18 თებერვლიდან კი უკვე ფინალები დაიწყება.
სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს.
უკვე გაკეთდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, 3 საბაგირო და 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.
მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვლიდან 4 მარტამდე გაგრძელდება.