ბათუმის "დინამო" წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრა, სადაც 28 იანვრამდე დარჩება და სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.
კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, შეკრებაზე გუნდს რამდენიმე ახალი მოთამაშე შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ მეკარე ოლექსანდრ ტკაჩენკო, ივან ფოცხვერია და გიორგი ხარებავა "დინამოში" სინჯებზე არიან. შესაბამისად, მათთან კონტრაქტის გაფორმება-არგაფორმების თაობაზე გადაწყვეტილებას ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბი შეკრების დასრულების შემდეგ მიიღებს.