ქობულეთში ნაძვის ხის დემონტაჟი დაიწყო

16 იანვარი 2023, 11:52 953 ნახვა

ქობულეთში  საახალწლო  ნაძვის ხისა  და დეკორაციების  დემონტაჟის  პროცესი იწყება.   ამისთვის ქობულეთის მერიამ ელექტრონული ტენდერი გადაუდებელი აუცილებლობით, გამარტივებული წესით უნდა გამოაცხადოს.  თანხმობისთვის კი სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს უკვე მიმართეს.

ქობულეთის მერია დაახლოებით 22 420 ლარის დახარჯავს,  საიდანაც საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟისთვის 1 250 ლარი, ხოლო განათებების დემონტაჟისთვის, 9 800 ლარია გათვალისწინებული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი