ნიუ-იორკში ორი უმსხვილესი საავადმყოფოს 7 ათასზე მეტმა ექთანმა საპროტესტო აქცია გამართა. მედპერსონალი კადრების დეფიციტის გამო გართულებულ სამუშაო პირობებს აპროტესტებს და ხელფასების მატებას ითხოვს.
საპროტესტო აქციაში ნიუ-იორკის ორი უმსხვილესი კლინიკის საავადმყოფოების თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
პროფკავშირის განცხადებით, ხელფასების 19-პროცენტიანი ზრდის შეთავაზება არ არის საკმარისი მედპერსონალის დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად.
პროტესტის გამო საავადმყოფოებში გადაიდო ოპერაციები და სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა.
ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და, რომ ქალაქის ჯანდაცვის სისტემა მზადაა გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გაფიცვების გამო.