ვითარება უკრაინაში და შეფასებები

09 იანვარი 2023, 20:04 489 ნახვა

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის შევჩენკოვოს დასახლებაში, ბაზარზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, შევჩენკოვოზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 13 წლის გოგონა დაშავდა".

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 60 წლის ქალი გარდაიცვალა.

ყველა დანარჩენი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები ნანგრევების გაწმენდას განაგრძობენ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში