პეკინის ცხელების კლინიკები სავსეა კოვიდპაციენტებით

04 იანვარი 2023, 10:40 550 ნახვა

პეკინის ცხელების  კლინიკები სავსეა კოვიდპაციენტებით,  მორგები კი გარდაცვლილების ცხედრებით.  ჩინეთის ხელისუფლებას  თავდაპირველ ნულოვან კოვიდ პოლიტიკაზე უარის თქმის შემდეგ  ქვეყანაში კოვიდ-19-ის ახალ აფეთქებასთან უწევს ბრძოლა.  ოფიციალური მონაცემებით, სამშაბათს კოვიდ-19-მა ქვეყანაში 5 ადამიანი იმსხვერპლა.

დაღუპულთა რიცხვი 5 ათას 258-მდე გაიზარდა, რაც ძალიან დაბალია საერთაშორისო სტანდარტებით. ამიტომაც ექსპერტები ეჭვობენ, რომ ჩინეთში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების ბრიტანული კომპანია „ეირფინიტი“ ვარაუდობს, რომ ჩინეთში ყოველდღიურად კოვიდით დაახლოებით 9 ათასი ადამიანი  იღუპება. 

ცხელების კლინიკებთან სასწრაფო დახმარების მანქანების უწყვეტი ნაკადია.  სარიტუალო სახლები ადასტურებენ, რომ გაიზარდა მოთხოვნა მათ მომსახურებაზე, საავადმყოფოები სავსეა პაციენტებით და ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს ჩინეთში კოვიდ-19 მინიმუმ ერთ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი