საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკამ სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა. მომარაგება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.
საქართველომ 2 ერთეული აეროდრომის სპეცტექნიკა და ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილები უსასყიდლოდ მიიღო.
ტექნიკის გადაცემის ოქმიც გაფორმდა, ტექნიკის გადმოცემა თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.