ხულოში ფერმერ ვეტერანთა ასოციაცია ჩამოყალიბდა

17 დეკემბერი 2022, 17:25 1305 ნახვა

ხულოში ფერმერ ვეტერანთა ასოციაცია ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის  წარმომადგენლებმა  ხულოში მცხოვრებ ვეტერანებს პროექტის მიზნები და ამოცანები გააცნეს, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ფერმერებმა კი, რომლებიც უკვე ასოციაციაში ირიცხებიან  ფერმერულ საქმიანობაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით სტრუქტურა ჯერ გურიაში შეიქმნა, რომელიც 150-მდე ვეტერანს აერთიანებს, შემდეგ კი მთიან აჭარაში.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი