ბრალდება კორუფციაზე

26 იანვარი 2017, 00:00 2094 ნახვა

 “ნაციონალური მოძრაობა” ქობულეთის გამგეობას კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც პარტიაში აცხადებენ, გასული  წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. მერაბ ცინცაბაძე, 2016 წელს განხორციელებულ 23 პროექტზე საუბრობს, რომლებზეც ჯამში 13 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ცინცაბაძე მთავრობის თავმჯდომარეს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს, რადგან მისი შეფასებით აქ კორუფციიის ნიშნები იკვეთება.  “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს არ იზიარებს ქობულეთის გამგებელი. სულხან ევგენიძის მტკიცებით, ყველა დასკვნა ადასტურებს, რომ გასულ წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარისხიანად შესრულდა.

ამავე კატეგორიაში