საბერძნეთის ქალაქებში პოლიციის სისასტიკე გააპროტესტეს

07 დეკემბერი 2022, 10:28 425 ნახვა

35 ადამიანი დააკავა საბერძნეთის პოლიციამ  ათენსა და თესალონიკში  პოლიციის მიერ მოზარდის მკვლელობის მე-14 წლისთავზე  გამართული საპროტესტო აქციების დროს  მომხდარი შეტაკებების შემდეგ. ათასობით დემონსტრანტმა  პოლიციის სისასტიკე გააპროტესტა. 2008 წელს ათენში 15 წლის ალექსანდროს გრიგოროპულოსი პოლიციის ტყვიამ იმსხვერპლა. მოზარდის სიკვდილმა საბერძნეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე საშინელი არეულობები გამოიწვია.

ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, ცეცხლს უკიდებდა მანქანებს, ძარცვავდნენ და ამტვრევდნენ  მაღაზიების ვიტრინებს. მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ იგი ცოტა ხნის წინ  გაათავისუფლა.

ორივე ქალაქში მომიტინგეებმა ეგრეთწოდებული მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს  სპეცრაზმელებს, რომლებიც  დემონსტრაციებისგან თავს ცრემლსადენი გაზით იცავდნენ.  თესალონიკში შეტაკება მოხდა სამართალდამცველებსა და ბოშათა თემის წარმომადგენლებს შორის. ისინი დემონსტრაციას მართავდნენ ორშაბათს სამართალდამცველების მიერ 16 წლის ბოშა ბიჭის დაჭრის გამო. აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს და ქუჩებში მანქანები დაწვეს. პოლიციის განცხადებით, მოზარდმა ბენზინგასამართი სადგურიდან გადახდის გარეშე მიმალვა სცადა.

დევნის დროს ის პოლიციამ თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა. მოზარდი ჰოსპიტალიზებულია. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ოფიცერი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი