უკრაინას მხოლოდ თავდაცვითი საშუალებებით ვუზრუნველყოფთ - პრაისი

07 დეკემბერი 2022, 11:05 423 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ, ლეტალური დახმარების აღმოჩენით, არ აძლევს საშუალებას ან არ ახალისებს უკრაინას მის საზღვრებს მიღმა ტერიტორიას დაარტყას.

„ჩვენ უკრაინას ვაძლევთ იმას, რაც მას სჭირდება საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე, უკრაინის მიწაზე გამოსაყენებლად“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. მისი თქმით, აშშ არ აწვდის უკრაინას იარაღს, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გამოიყენოს.

”ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არის თავდაცვითი საშუალებები”, - აღნიშნა პრაისმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი