დღეს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და უკვე მესამე ლიგაში გადასული თბილისის „ლოკომოტივი 2“ დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში „ტორპედომ“ თბილისის „დინამოს“ 2:0 მოუგო.
მეორე შეხვედრა კი „ლოკომოტივი 2“-სა და „საბურთალოს“ შორის უგოლო ფრედ დასრულდა, პენალტების სერიაში კი „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა 7:6 გაიმარჯვეს.
ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მეოთხე ლიგის გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა. მატჩი „აჭარაბეთ არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება.