ანტირუსული პროტესტი ერევანში

23 ნოემბერი 2022, 10:48 471 ნახვა

ერევანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  ჩავიდა. სერგეი ლავროვი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში მონაწილეობას მიიღებს.

ერევანში ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევიც.  კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი სომხეთის დედაქალაქში დღეს გაიმართება.  ერევანში ვლადიმერ პუტინსაც ელოდებიან.  მისი  ვიზიტის წინ  სომხეთის პროდასავლურმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა.    

ითხოვენ სომხეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლას და  აცხადებენ, რომ არც რუსეთი და არც ამ ორგანიზაციის სხვა წევრები, მათ შორის ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, არ დაეხმარნენ სომხეთს არც სექტემბერში აზერბაიჯანთან შეტაკებების დროს და არც მას შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი