ჩხრეკის ოპერაცია კიევ-პეჩერის ლავრაში

22 ნოემბერი 2022, 14:07 430 ნახვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკის ოპერაციას ატარებს.  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია, დაადგინოს, ხომ არ გამოიყენება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაგებობები დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების, უცხოელი მოქალაქეების იარაღის თავშესაფრად.

ასევე პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისგან მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მედიის ცნობით, სკანდალი კიევ-პეჩერის ლავრაში ერთ-ერთი მღვდლის, მიხაილ ომელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს უკავშირდება, სადაც პეჩერის ერთ-ერთ ლავრაში ადიდებდნენ რუსეთის ფედერაციას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს წარმართავს.

ამ ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტმა პავლე ლებედევმა, რომელიც კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი